ოკუპირებული აფხაზეთი რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას თურქეთში გეგმავს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი, რუსეთის დუმისადმი მიმართვის შემდეგ, რკინიგზის საკითხზე მიმართვას რეგიონის დანარჩენი ქვეყნების პარლამენტებისადმი გეგმავს.

ამის შესახებ ე.წ. სახალხო კრების საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ასტამურ ლოგუამ განაცხადა.

მისი თქმით, დაწყებულია მუშაობა თურქეთში აფხაზურ დიასპორასთან, რომ მათ ანკარაში შესაბამისი მოლაპარაკება გამართონ.

“თუ ათწლეულების წინ ჩვენი მეზობლები ილუზიებით ცხოვრობდნენ, ვიმედოვნებთ, რომ ეს ილუზიები გაქრება, იგივე საქართველოში, სადაც პასუხისმგებლიან ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ აფხაზებთან თანაბარუფლებიან საფუძველზე უნდა ილაპარაკონ. ჩვენ ვართ ორი სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო. გვერდიგვერდ, მრავალი ასწლეულის განმავლობაში მოგვიწევს ცხოვრება, მაგრამ რეალობა უნდა იყოს აღიარებული და შეთანხმება მიღწეული რეგიონში. ამიტომ, ვთვლით, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმაში ჩვენი მიმართვის შემდეგ ვგეგმავთ, რეგიონის ქვეყნების სხვა პარლამენტებსაც მივმართოთ. უკვე ვმუშაობთ თურქეთში აფხაზური დიასპირასთან, რომ მათ ანკარაში შესაბამისი მოლაპარაკება გამართონ, რომ რეგიონის ყველა ქვეყნები იყვნენ ჩართული მსგავს პროექტში. სწორ გზაზე ვდგავართ, იმედს ვიტოვებთ, რომ წარმატებას მივაღწევთ”, – თქვა ლოგუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები