ზაალ უდუმაშვილი – ნიკა მელიაზე: დაკავება დააჩქარებს მოვლენებს, რომელსაც ჰქვია “ქართული ოცნების” დასრულება
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება სერიოზულ სამოქალაქო პროტესტს გამოიწვევს.
მისივე თქმით, მელიას დაკავება დააჩქარებს მოვლენებს, რომელსაც “ქართული ოცნების” დასრულება ჰქვია.
“ნიკა მელიას დაკავება, თუ ამ უგუნურ ნაბიჯს გადადგამენ, “ქართული ოცნებისთვის” ძალიან სერიოზული პრობლემა იქნება. იქნება ძალიან სერიოზული სამოქალაქო პროტესტი. დაკავება დააჩქარებს მოვლენებს, რომელსაც ჰქვია “ქართული ოცნების” დასრულება. არ უნდა დავუშვათ ქვეყანაში უზურპაციის საბოლოოდ დაკანონება, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი ახორციელებს. ოპოზიცია იქნება მწყობრი, შეიმუშავებს კონკრეტულ გეგმებს, როგორ უნდა აღუდგეს წინ იმ უკანონობას, რომელიც დღეს ქვეყანაში სუფევს”, – აღნიშნა უდუმაშვილმა.