ოკუპირებულ აფხაზეთში საბავშვო ბაღებმა და სკოლებმა მუშაობა განაახლეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეიდან საბავშვო ბაღებმა სააღმზრდელო პროცესი განაახლეს, ასევე, საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ საშუალო სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეები.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სოხუმის სკოლებში, სადაც მოსწავლეების დიდი რაოდენობაა კონცენტრირებული, მოსწავლეები რიგრიგობით ივლიან. კერძოდ, ნაწილი ორშაბათიდან-ოთხშაბათამდე, ნაწილი ხუთშაბათიდან – შაბათამდე ივლის.

რაც შეეხება სკოლების მაღალი კლასების მოსწავლეებს, ისინი საკლასო ოთახებს 22 თებერვლიდან დაუბრუნდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები