თამარ სანიკიძე დონორების საკოორდინაციო შეხვედრას დაესწრება

5 თებერვალს, 15:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, დონორების საკოორდინაციო შეხვედრის ფორმატში, საქართველოში არსებულ საერთაშორისო, დიპლომატიური და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება – აშშ საელჩო, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო, ევროკავშირი, მშვიდობის კორპუსი, ამერიკული საბჭოები, მსოფლიო ბანკი, გაეროს განვითრების პროგრამა, გაეროს ბავშვთა ფონდი,  საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX), გოეთეს ინსტიტუტი, ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო, GIZ, DAAD და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი. შეხვედრაზე იმსჯელებენ ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები