აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 17 პაციენტი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში ეპიდვითარების შესახებ ოფიციალურ მონაცემებს აქვეყნებს. უწყების ცნობით, რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამასთან, გამოჯანმრთელდა კიდევ 17 პაციენტი და დღემდე გამოჯანმრთელებულია 35 218 ადამიანი. კლინიკა დატოვა ხუთმა პაციენტმა. კრიტიკულია სამი პაციენტის მდგომარეობა. ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

აჭარის კლინიკებში მკურნალობას გადის 166 პაციენტი, კოვიდსასტუმროში რჩება 104 ინფიცირებული, ონლაინ კლინიკაში – 106.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 639 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები