დღეიდან სასწავლო პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით საკლასო ოთახებში გაგრძელდება

დღეიდან, საქართველოს მასშტაბით, სწავლა ყველა სკოლაში იწყება. საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან მოსწავლეები თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც, სადაც სწავლის პროცესი მანამდე ეპიდვითებიდან გამომდინარე, რამდენიმე თვის განმავლობაში ონლაინ ფორმატში მიმდინარეობდა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებისთვის, რომლებიც 15 თებერვლიდან დასწრებული ფორმით სწავლებაზე გადავლენ, არსებული საჭიროებების შესაბამისად, რეკომენდაციები განახლდა და ამის თაობაზე თითოეულ სკოლას უკვე ეცნობა.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ძალაში რჩება 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით.

ყველა სკოლაში, დაწყებული მე-5 კლასიდან ზემოთ, მოსაწავლეებისა და სკოლის თითეული თანამშრომლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება.

საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში მოხდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20 პროცენტის სავალდებულო სისტემატური ტესტირება ორ კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე. სავალდებულო ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით, უნდა მოხდეს სკოლაში დასაქმებული ყველა პირის რეგისტრაცია ბმულზე: labour.moh.gov.ge, რასაც სკოლები თავად უწევენ ორგანიზებას. აღნიშნული პროცესი სკოლებში უკვე მიმდინარეობს.

განათლების სამინისტროს განახლებული რეკომენდაციების მიხედვით, მშობელს საშუალება აქვს განცხადების საფუძველზე, მოსწავლისთვის ისევ დისტანციური სწავლების მეთოდი აირჩიოს. ასევე რისკ ჯგუფის მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ მათი საგანი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდეს. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელს ან მოსწავლეს კორონა ვირუსი დაუდასტურდება, შესაბამისი ორგანოები იმსჯელებენ, მთლიანად სკოლა გადავა ონლაინ სწავლებაზე, თუ კონკრეტული კლასი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები