ზურაბ ჯაფარიძე, რომელმაც გუშინ ბარი გახსნა, უნებართვო ეკონომიკური საქმიანობისთვის 2 000 ლარით დააჯარიმეს

“გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელმაც აღმაშენებლის გამზირზე ბარი გახსნა, უნებართვო ეკონომიკური საქმიანობისთვის გვიან ღამით 2 000 ლარით დააჯარიმეს.

ადგილზე სამართალდამცველები, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები და მერიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის.

“არკვევდნენ ვინ არის ამ ფართის მფლობელი, მერე გაარკვიეს კონკრეტულად მართლა იმისგან მაქვს თუ არა იჯარით აღებული ეს ფართი, შემდგომ ჩათვალეს, რომ მე აქ ვეწევი ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც აკრძალულია მთავრობის რომელიღაცა დადგენილებით და შესაბამისად, რადგანაც ეს არის აკრძალული ამის გამო მე ფიზიკური პირი დამაჯარიმეს 2 000 ლარით, მომცეს რაღაცა ოქმი, მითხრეს ხელი მოაწერეო, ვუთხარი ხელს არ მოვაწერ ისე დამიტოვე მეთქი. გადახდას არ ვაპირებ”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები