აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 58 პაციენტი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში ეპიდვითარების შესახებ ოფიციალურ მონაცემებს აქვეყნებს. უწყების ცნობით, რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამასთან, გამოჯანმრთელდა კიდევ 58 პაციენტი და დღემდე გამოჯანმრთელებულია 35 201 პაციენტი. კლინიკა დატოვა სამმა პაციენტმა. კრიტიკულია ოთხი პაციენტის მდგომარეობა. ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.
აჭარის კლინიკებში მკურნალობას გადის 169 პაციენტი, კოვიდსასტუმროში რჩება 98 ინფიცირებული, ონლაინ კლინიკაში – 118.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 652 პაციენტი გამოჯანმრთელდა.