კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 150, იმერეთში – 49, გურიაში – 35
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 357 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 150 შემთხვევა, აჭარაში – 19, იმერეთში – 49, ქვემო ქართლში – 20, შიდა ქართლში – 27, გურიაში – 35, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 27, კახეთში – 19, მცხეთა-მთიანეთში – 2, სამცხე-ჯავახეთში – 9, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 086, საიდანაც: 1 948 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 875, აჭარაში – 170, იმერეთში – 446. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 435 პირი, მათ შორის, თბილისში – 174, აჭარაში – 39, იმერეთში – 130. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 105 პირი, მათგან თბილისში – 70, აჭარაში- 5, იმერეთში – 12. 238 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 126 – თბილისში, 98 – აჭარაში, 14 – იმერეთში. 1 900 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.