საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში, ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამავე ინფორმაციით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 352 პირი ემსხვერპლა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 345 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 173 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 172 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 357 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  265 557-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.85%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.06%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.6%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 652 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 258 093-მდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები