მამა გიორგი ზვიადაძე – გვწამს, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ტერიტორია, რომელიც საქართველოს ნაწილია, იყოს ოფიციალურად ჩვენი ქვეყნის შემადგენლობაში

CREATOR: gd-jpeg v1.0 (using IJG JPEG v62), quality = 100

გარეჯთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესია კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის უდიდეს ერთგულებასა და უდიდეს ზრუნვას საქართველოსადმი. ეს არის მიმართვა ჩვენი ხელისუფლებისთვის, რაც შეიძლება მაქსიმალური სიფრთხილე იყოს გამოჩენილი მეგობარ, სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების დროს, – ამის შესახებ პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ წმინდა სინოდის განჩინებაზე საუბრისას განაცხადა, რომელშიც დავით გარეჯის საკითხზეც არის საუბარი.

მამა გიორგი ზვიადაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების კომპტენციაა მოლაპარაკებების გამართვა მეზობელ, მეგობარ, სტრატეგიულ პარტნიორთან.

„განსაკუთრებული ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანელ ხალხთან და ხელისუფლებისადმი ეკლესიის მოწოდებაა, რომ ძალიან დიდი სიფრთხილით გაიმართოს ეს მოლაპარაკებები; გათვალისწინებული იყოს, რომ გარეჯი და მთელი ეს კომპლექსი არის საქართველოს იდენტობის ნაწილი, სულიერება, კულტურის ნაწილი. აქ არ შეიძლება, რაიმე სხვა აზრი არსებობდეს. დანარჩენი უკვე არის სპეციალისტების, მეცნიერების სამუშაო. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, როგორც ეს სინოდის განცხადებაშია ნათქვამი, ტერიტორია, რომელიც საქართველოს ნაწილია, რომ იყოს ოფიციალურად საქართველოს შემადგენლობაში“, – განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

წმინდა სინოდის განჩინებაში ნათქვამია: „ვიმედოვნებთ, განახლებული დელიმიტაციის პროცესი ისე წარიმართება, არ მოხდება ისტორიული ტერიტორიების ხელყოფა, რომელიც იურიდიულად და კარტოგრაფიულად საქართველოს კუთვნილებაა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები