უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების სოლიდარობის ნიშნად სხვილოს ციხესთან აქცია მიმდინარეობს
ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების სოლიდარობის ნიშნად სხვილოს ციხესთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტები იმ ადგილის სიახლოვეს შეიკრიბნენ, სადაც ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე დააკავეს.
უსაფრთხოების მიზნით ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. აქციის მონაწილეები ოკუპაციას აპროტესტებენ და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.
ისინი ასევე საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებენ, ამისათვის ყველა ბერკეტი გამოიყენონ და უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგან.
ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.