ზაზა გახელაძის ოჯახი აცხადებს, რომ სხვილოს ციხესთან აქტივისტების დაგეგმილ აქციას არ შეუერთდება

სხვილოს ციხესთან აქტივისტების დაგეგმილ აქციას საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახი არ შეუერთდება.

როგორც ზაზა გახელაძის მეუღლემ, ირმა ბუთხუზმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, ოჯახი აქციებში ჩართვისგან ჯერ თავს იკავებს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ამას არ გამორიცხავს.

„ვიცით, რომ დღეს საპროტესტო აქცია იმართება, რომელსაც არ ვუერთდებით. თავს ვიკავებთ, თუმცა, საჭირო თუ გახდა, არ გამოვრიცხავთ, რომ გარეთ გავიდეთ. ვერ ვიტყვი, რომ აქცია დადებითად იმოქმედებს, ვერც იმას ვიტყვი, რომ უარყოფითად. ჩვენი გადასახედიდან რაღაცის თქმა ძნელია. როცა გწამს, რომ რაღაცას აკეთებ, გგონია, რომ ესაა ადამიანისთვის უპირველესი და აკეთებ სწორად, რამდენად სწორია ეს მეორე მხარისთვის, არ ვიცით. ველოდებით ადვოკატისგან ზარს. ველოდები, რომ ხვალ დამირეკავს და მეტყვის, რას აპირებს ზაზა, აპირებს თუ არა გასაჩივრებას. ეს იქნება ჩვენი მთავარი კითხვა და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს“, – აცხადებს ზაზა გახელაძის, მეუღლე ირმა ბუთხუზი.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ სხვილოს ციხისკენ საპროტესტო მსვლელობას მართავს.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები