შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“ : არცერთი წუთით არ შეფერხებულა ჯარის საჭირო ინვენტარით მომარაგება

შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ არცერთი წუთით არ შეფერხებულა ჯარის საჭირო ინვეტარით მომარაგება.

მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  ერთჯერადი მოხმარების ჭურჭელთან და მის შესყიდვასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტს, რომელიც ჩვეულ სტილში, შეთხზული ფაქტებითა და უსაფუძვლო ბრალდებებით იყო შედგენილი. ამჯერად, ტელეკომპანიის მზარდი ინტერესის საგანი ერთჯერადი მოხმარების ჭურჭელი და მის შესყიდვასთან დაკავშირებული პროცედურები გახდა.

უპირველესად, ხაზგასასმელია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტენდერი არ შედგა, შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფას“ გაგვაჩნია საკმარისი მარაგები და არცერთი წუთით არ შეფერხებულა ჯარის საჭირო ინვეტარით მომარაგება.

ცხადია, ელემენტარული ლოგიკაც საკმარისია იმ ფაქტის გასააზრებლად, რომ ტენდერის მიმდინარეობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ შემსყიდველზე და შეუძლებელია კვებითმა კომპანიამ ტენდერის შედეგები წინასწარ განსაზღვროს. მით უფრო ამ ფაქტის „სისტემურ პრობლემად“ წარმოჩენა არა მხოლოდ აბსურდულია, არამედ შორს არის საღი აზრისგან და მხოლოდ ირონიას იწვევს. სწორედ მსგავსი შემთხვევების პრევენციისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია გადაუდებელი შესყიდვის მექანიზმი, რათა საჭიროებები სწრაფად და ეფექტურად იქნეს უზრუნველყოფილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები