ზურაბ ჯაფარიძე ბარს ხსნის, რომელიც კომენდანტის საათის დროსაც იმუშავებს

“გირჩი-მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე პოლიტიკური დაუმორჩილებლობის და პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად ბარს ხსნის.

ბარი, “ჯაფარასთან” –  ხვალ გაიხსნება და კომენდანტის საათის დროსაც იმუშავებს.

“13 თებერვალს, აღმაშენებლის 45-ში იხსნება ბარი “ჯაფარასთან”. ბარის გახსნა არის პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი და მიმართულია კორონა-პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ. შესაბამისად, ბარი იმუშავებს ღამის საათებშიც. ბარი იმუშავებს მხოლოდ ქეშზე.
გახსნა დაგეგმილია 19:00 საათისთვის. გეპატიჟებით ყველას, ვისაც ყელში ამოგივიდათ ზაზუნასავით გალიაში ყოფნა”, – ნათქვამია “Facebook” – ივენთის ტექსტში .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები