ქუთაისში აქტივისტებმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს
ქუთაისში აქტივისტებმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს და ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს.
მათი თქმით, თუ ხვალამდე დაკავებულები არ გაათავისუფლეს შიმშილობას დაიწყებენ.
შეგახსენებთ, რომ აქტივისტებმა “კომენდანტის საათი” ქუთაისის მერიასთან აქციაზე დაკავებული აქტივისტების გათავისუფლების მოთხოვნით დაარღვიეს და მსვლელობით “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ.
ცნობისთვის, ქუთაისის მერიასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს 6 პირი დააკავეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.
აქტივისტები მერთან შეხვედრას ითხოვდნენ და მერიაში შესვლას ცდილობდნენ, რასაც მათსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.