აქციის მონაწილეებმა ქუთაისის მერიაში შეჭრა სცადეს
ქუთაისის მერიის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ხმაურია. აქციის მონაწილეებმა მერიის შენობაში შეჭრა სცადეს, რის საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.
ტერიტორიაზე სიტუაცია კვლავ დაძაბულია. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ვითარების განმუხტვას ცდილობენ.