ინდოეთში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანია დაღუპული

ინდოეთში, პიროტექნიკის ქარხანაში რამდენიმე აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანია დაღუპული, 36 დაშავებული.

NDTV-ის ინფორმაციით, ტამილანდის შტატში აფეთქებების სერია ადგილობრივი დროით 13:30 საათზე გაჩნდა.

გაზეთი The Times of India წერს, რომ აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია, რომელმაც მაშველების მუშაობა გაართულა. ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია.

ინდოეთის პრემიერმა, ნარენდრა მოდიმ დაღუპულების ახლობლებსა და ნათესავებს მიუსამძიმრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები