“ეს სიგიჟეა” – ე.წ. სამხრეთ ოსეთი ე.წ. პოლიტიკურ კრიზისშია
ე.წ.სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო პარლამენტი 2020 წლის სექტემბრიდან ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება.
ე.წ.რესპუბლიკაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ე.წ. კრიმინალური პოლიციის განყოფილებაში ცხინვალის მკვიდრი, ინალ ჯაბიევი გარდაიცვალა.
ამ მოვლენების შემდეგ, 29 აგვისტოს ე.წ. მთავრობა გადადგა და ბიბილოვმა მის წევრებს ე.წ. მოვალეობის შესრულება დაავალა, ე.წ.მთავრობის ახალი კაბინეტის ფორმირებამდე. ასევე, თანამდებობიდან იქნა გათავისუფლებული ე.წ. შს მინისტრი, იგორ ნანიევი.
მოგვიანებით, ე.წ. პარლამენტართა ჯგუფმა განაცხადა, რომ წყვეტს მუშაობას ე.წ. გენერალური პროკურორის – ურუზმაგ ჯაგაევის გადაყენებამდე.
სექტემბრის შემდეგ ე.წ. პარლამენტში შეკრების ცხრა მცდელობა იყო, თუმცა, ე.წ. კანონმდებლები კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.
დღეს ასეთი შეკრების მორიგი იმედი ჰქონდათ. ე.წ.პარლამენტში ე.წ. რესპუბლიკის ბიუჯეტზე უნდა ემსჯელათ.
როგორც დე ფაქტო პარლამენტის ე.წ.ვიცესპიკერმა, პეტრე გასიევმა განაცხადა, ე.წ.საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის მორიგი ჩავარდა “სიგიჟეა”.
“ეს სიგიჟეა, რომელიც სადეპუტატო კორპუსის ნაწილს შეეყარა. ვფიქრობ, რისი თქმაც შემეძლო, უკვე ვთქვი”, – თქვა გასიევმა.
მისი თქმით, დარბაზში დღეს იმყოფებიან ის “დეპუტატები, რომლებიც მუშაობდნენ და მუშაობენ – ისინი “ერთიანი ოსეთის”, “ხალხის ერთობისა” და კომპარტიის წევრები არიან”.