“მოქალაქეების უკანონო დაკავება სენსიტიური საკითხია, არასწორია ყველა მცდელობა, რომელიც მიზნად ისახავს ამ თემის პოლიტიზებას”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ქვეყნის წინაშე ოკუპაციის სახით უდიდესი პრობლემაა. მისივე განმარტებით, აღიშნული თემით სპეკულირება არასწორია.
„ქვეყნის წინაშე უზარმაზარი პრობლემა დგას, ეს არის ოკუპაცია. ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა ჩვენი მოქალაქეების უკანონო გატაცება და მათთვის თავისუფლების აღკვეთა. ეს არის ძალზე სენსიტიური საკითხი, რომელიც დიდ ძალისხმევას მოითხოვს როგორც სახელმწიფო უწყებების მხრიდან, ასევე – საზოგადოების. ყველა მცდელობა, რომელიც მიზნას ისახავს ამ საკითხის პოლიტიზებას, ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და პოლიტიკური ქულების მოხვეჭას, არასწორია“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, ამავე საკითხზე სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურში დღეს ბრიფინგი გაიმართა, რა დროსაც ანალიტიკური სამსახურის უფროსმა, გიორგი საბედაშვილმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების საკითხების, განსაკუთრებით, უკანონო დაკავებებისა და ე.წ. ბორდერიზაციის პოლიტიზირება პროცესებს კრიტიკულად აზიანებს.