სუს-ი ენგურის ხიდზე გადაადგილების აღდგენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის გახსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ 12 თებერვლის დღის პირველი ნახევრიდან პენსიონრები, საკუთარი სურვილის შესაბამისად, საოკუპაციო ხაზზე შეძლებენ კუთვნილი პენსიის მიღებას.

“კვირა” უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„ცხელი ხაზით“ გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 11 თებერვლიდან საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება გაიხსნა ორმხრივად ხანდაზმულებისთვის, პენსიონრებისთვის, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის და სხვა.

12 თებერვლის დღის პირველი ნახევრიდან პენსიონრები, საკუთარი სურვილის შესაბამისად, საოკუპაციო ხაზზე შეძლებენ კუთვნილი პენსიის მიღებას. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლებად ტერიტორიაზე ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები გარკვეული კატეგორიის პირები გადმოსვლას შეძლებენ, ეტაპობრივად, კორონავირუსთან დაკავშირებული კონკრეტული რეგულაციების დაცვით”, – ნათქვამია განცხადებაში.

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით თავისუფალი მიმოსვლის თითქმის ერთწლიანი შემზღუდავი რეჟიმის შემდეგ, ენგურის ხიდზე ე.წ. გადასასვლელი დღეიდან გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები