სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მაშველი დაიღუპა – საგანგებო სიტუაციების სამსახური განცხადებას ავრცელებს
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მაშველი დაიღუპა, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახური განცხადებაშია აღნიშნული.
“სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა თორნიკე კიპაროიძე. მეხანძრე-მაშველი ხანძრის გამოძახებაზე იმყოფებოდა, რა დროსაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
თორნიკე კიპაროიძე სახანძრო-სამაშველო ძალებში ერთი წელი მუშაობდა. მას მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამძიმარს უცხადებს ოჯახს და იზიარებს მათ მწუხარებას”, – ნათქვამია განცხადებაში.