სერგო ჩიხლაძე: ხელისუფლებამ არ მგონია, არაგონივრული ნაბიჯი გადადგას და ნიკა მელია დაიჭიროს ან უფლებამოსილება შეუწყვიტოს

“არ მგონია, რომ ხელისუფლებამ ისეთი არაგონივრული ნაბიჯი გადადგას, ან დაიჭიროს ან უფლებამოსილება შეუწყვიტოს მხოლოდ მას”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერთან, ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მშვიდობიანი პროტესტი თუ გაიმართება, მას მისი პარტიაც შეუერთდება.

„არ მგონია, რომ ხელისუფლებამ ისეთი არაგონივრული ნაბიჯი გადადგას, ან დაიჭიროს ან უფლებამოსილება შეუწყვიტოს მხოლოდ მას. არ მგონია, ეს მეორედ გამეორდეს. რაც შეეხება მშვიდობიან პროტესტს, ასეთი პროტესტი თუ იქნება, ჩვენ მას შევუერთდებით. პროტესტის თემა უნდა იყოს ეს არაგონივრული შეზღუდვები, როგორიცაა 21:00 საათზე  ე.წ. კომენდანტის საათის დაწყება, ამას ყველა უნდა შევეწინააღმდეგოთ, როგორც პარტიები, ასევე – მოქალაქეები“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები