თეა ახვლედიანი: ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის საკითხი უმაღლესი დონის კონტროლზეა აყვანილი

საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებით, საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობის საკითხი უმაღლესი დონის კონტროლზეა აყვანილი.

მისივე თქმით, ზაზა გახელაძის გათავისუფლების პროცესში ყველა შესაბამისი უწყება ჩართულია.

„ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მინდა, განვაცხადო ხაზგასმით, რომ რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო რეჟიმის მიერ კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის შეფარდებას 12-ნახევარი წლის ვადით, არის აბსოლუტურად ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული და ერთმნიშვნელოვნად არის დაგმობილი როგორც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, ასევე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, საერთაშორისო საზოგადოებისა და ჩვენი მეგობარი ქვეყნების მიერ. როგორც მოგეხსენებათ, საკითხი აყვანილია უმაღლესი დონის კონტროლზე. ამ პროცესში ჩართული ვართ ყველა შესაბამისი უწყება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მოცემული მითითებებისა და დავალებების შესაბამისად, ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას”, – აღნიშნა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები