საპატრიარქოსთან დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა აქციას მართავს
საპატრიარქოსთან დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე აქციას მართავს.
მისი თქმით, დღევანდელი აქციით სურს შეახსენოს მღვდელმთავრებს ის, რომ დეკანოზის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დღის წესრიგში დააყენონ.
“ჩემი ძმა 4 წელია ივანიშვილის და პატრიარქის ტყვეობაშია. პროტესტი არასდროს შემიწყვეტია და ბრძოლას აუცილებლად გავაგრძელებ. სინოდს მოვუწოდებ, რომ 3 წლის წინანდელი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საგამოძიებო კომისია უნდა შექმნილიყო, შექმნან”, – განაცხადა მამალაძემ.
ცნობისთვის, დღეს წმინდა სინოდის სხდომა იმართება.