შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების ახალი დირექტორები წარადგინა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ბრძანებით, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი ხელმძღვანლები ჰყავს. მინისტრის მოადგილემ – ვლადიმერ ბორცვაძემ თანამშრომლებს ახალი დირექტორები პირადად წარუდგინა. ამის შესახებ შსს იტყობინება.

მათივე ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს პოლკოვნიკი ნიკოლოზ დიასამიძე უხელმძღვანელებს. ამ დრომდე დიასამიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

ნიკოლოზ დიასამიძემ ავთანდილ გალდავა შეცვალა. პოლიციის პოლკოვნიკი, ავთანდილ გალდავა აჭარის პოლიციას უხელმძღვანელებს.

უწყების ცნობით, პოლიციის ოპერატიული საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების მიზანია საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება, ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები