ათენში, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა

ათენში, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. სტუდენტები აქციაზე განათლების რეფორმის კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდნენ, რომელსაც პარლამენტში განიხილავენ.

აქციაზე, სადაც 4 000-მდე ადამიანი იყო შეკრებილი, დემონსტრანტებსა და სპეცრაზმს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციით,  საბერძნეთის პოლიციამ მინიმუმ 30 ადამიანი დააკავა.

დედაქალაქის ცენტრში გადაიკეტა რამდენიმე ქუჩა და დაიხურა მეტროსადგური.

საპროტესტო მსვლელობას შეუერთდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, სკოლის პედაგოგთა პროფკავშირები და სხვები, რომლებიც ითხოვენ რამდენიმე დებულება , მათ შორის პოლიციის ყოფნას კამპუსებში, ამოღებულ იქნეს კანონპროექტიდან. აქციის მონაწილეებს ბანერები ეკავათ წარწერებით: „უკან წაიღეთ კანონპროექტი“ და „არა -პოლიციის ყოფნას უნივერსიტეტში“.

აქციები პარალელურად სხვა დიდ ქალაქებშიც მოეწყო.

განათლების რეფორმის ოპონენტები ამბობენ, რომ საფრთხე ემუქრება აკადემიური თავისუფლების გარანტიებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები