ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე დღეს სასამართლო იმსჯელებს. ეს არის პირველი სხდომა მას შემდეგ, რაც ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.
როგორც ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი „კვირასთან“ საუბარში აცხადებს, წინასასამართლო სხდომაზე განიხილავენ მტკიცებულებებს, რომელიც საქმეში დევს.
„დღეს განიხილება შუამდგომლობები მტკიცებულებების დაუშვებლობა დასაშვებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს არაერთი არგუმენტი, რომ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით იქნა მოძიებული. სასამართლომ დაუშვებლად უნდა ცნოს ბრალდების მტკიცებულებები.
ბრალდებას სურს, დაუშვებლად იყოს მიჩნეული ჩვენ მიერ საზღვარგარეთ უცხოელ ექსპერტთან დანიშნული ექსპერტიზის მიმართვა და მათი დასკვნა არ დაერთოს საქმის მასალებს, რადგან ბრალდების მხარეს არ სურს, მეტი კვალიფიციური ექსპერტის მოსაზრება იყოს საქმეში წარმოდგენილი”, – აცხადებს „კვირასთან“ საუბარში ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი.