კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 226 თბილისში, 78 კი იმერეთში გამოვლინდა
“ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევიდან 226 თბილისში, 78 კი იმერეთში დაფიქსირდა”, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსის სხვა შემთხვევები დანარჩენ რეგიონებზე ნაწილდება.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 544 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 226 შემთხვევა, აჭარა – 29, იმერეთი – 78, ქვემო ქართლი – 23, შიდა ქართლი – 43, გურია – 26, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 57, კახეთი – 38, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 879, საიდანაც: 2 094 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 953, აჭარაში – 171, იმერეთში – 464. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 471 პირი, მათ შორის, თბილისში – 198, აჭარაში – 49, იმერეთში – 116. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 133 პირი, მათგან თბილისში – 96, აჭარაში- 6, იმერეთში – 18. 316 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 153 – თბილისში, 152 – აჭარაში, 11 – იმერეთში. 2 469 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.