გივი მიქანაძე: არის იმის შესაძლებლობა, რომ საარჩევნო ბარიერი საერთოდ გაქრეს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, გივი მიქანაძის განცხადებით, არის იმის შესაძლებლობა, რომ საარჩევნო ბარიერი საერთოდ გაქრეს. ამის შესახებ მან „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
„ის განცხადება, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ და „მოქალაქეებმა“ ხელი მოაწერეს, უკვე არის მინიშნება იმისკენ, რომ ჩვენ მზად ვართ, 5 პროცენტიდან ბარიერი, სულ მცირე, 3 პროცენტამდე დაიწიოს. თუმცა, არის იმის შესაძლებლობა, რომ ბარიერი საერთოდ გაქრეს. ამიტომ, ეს არის მოლაპარაკების საგანი და ჩვენ ღია ვართ ამ მოლაპარაკებებისთვის და ოპონენტებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ – პროცესში ჩაერთონ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.