სოფელ ვაშლოვანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში ორსართულიანი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. სახლი ხის მასალისგან იყო აგებული.

ხულოს მერის განცხადებით, მომხდარ ფაქტს სპეციალური კომისია შეისწავლის და დაზარალებულ ოჯახს სათანადო დახმარებას გაუწევს.

” ხანძრის შედეგად დამხმარე ნაგებობები გადარჩა. დამწვარი ხის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ოჯახი უსაფრთხო ადგილას არის გაყვანილი, ქირას მერია გადაიხდის. სულ 8 – სულიანი ოჯახია, თუმცა სამი ადამიანი ამჟამად ბათუმში ქირით ცხოვრობს”, – განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები