ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსს სამი ადამიანი ემსხვერპლა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 184-მდეა გაზრდილი, ბოლო ერთ დღეში დაავადებას სამი პაციენტი შეეწირა.
ვირუსი კიდევ 18 პირს დაუდასტურდა და, ჯამურად, პანდემიის დაწყებიდან ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 11818 შეადგენს.
გუდაუთის საავადმყოფოში ამჟამად 98 პირი მკურნალობს, მათგან 28 მძიმე მდგომარეობაშია; სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 36 პირია მოთავსებული; ოჩამჩირის 12; ტყვარჩელის 7; გაგრის32. ხოლო სამხედრო ჰოსპიტალში 24 პაციენტია.
ვირუსის დამარცხება სულ 10756-მა ადამიანმა შეძლო.