„თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის, სპორტული ობიექტების და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის” პროგრამის ფარგლებში განცხადების მიღება დაიწყო

პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში” 8 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, აცხადებს განაცხადების მიღებას „თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის, სპორტული ობიექტების და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის” პროგრამის ფარგლებში.

პროგრამის მიზანია ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებიდან გამომდინარე სარესტორნო ინდუსტრიის, სპორტული ობიექტების და საბავშვო ბაღების სფეროში მოქმედი იმ მეწარმე სუბიექტების მიერ კომერციულ ბანკში/მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში/ლიზინგის გამცემთან აღებული/შეთანხმებული სესხების/მიკრო სესხების/სალიზინგო პროექტის თანადაფინანსება, რომელთაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეეზღუდათ ოპერირების შესაძლებლობა და, შესაბამისად, შეუმცირდათ ოპერირებიდან მიღებული შემოსავალი.

გაიგეთ მეტი პროგრამის პირობების და რეგისტრაციის შესახებ:

სარესტორნო ინდუსტრია – https://bit.ly/3aHOrb3

სპორტული ობიექტები – https://bit.ly/2N3a8ue

საბავშვო ბაღები – https://bit.ly/3tDMIft

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები