ბიზნესის განწყობის ინდექსი 32.1 პუნქტით გაუმჯობესდა
არასამთავრობო ორგანიზაცია ISET-მა 2021 წლის I კვარტლის ანგარიში წარადგინა, რომლის მიხედვით, 2021 წლის I კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი 32.1 პუნქტით გაიზარდა და 3.4-ს გაუტოლდა – წინა კვარტალში საგრძნობი გაუარესების შემდეგ.
ბიზნესის ნდობა გაუმჯობესდა ყველა სექტორში, საცალო ვაჭრობის გარდა. ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი 2020 წლის IV კვარტალთან შედარებით 12.4 პუნქტით გაიზარდა და 2021 წლის I კვარტლისთვის -29.2-ს მიაღწია.
აქვე განმარტებულია, რომ მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება სამშენებლო სექტორში დაფიქსირდა.
მოლოდინის ინდექსი, რომელიც ასახავს ბიზნესის ოპტიმიზმს, მნიშვნელოვნად გაიზარდა 2020 წლის კვარტალში მკვეთრი გაუარესების შემდეგ და შეადგინა 22.5 პუნქტი. 2021 წლის პირველ კვარტალში მოლოდინი გაზრდილია ყველა სექტორში, საცალო ვაჭრობის გარდა.
გაყიდვების ფასების მოლოდინის ინდექსი კიდევ უფრო გაიზარდა და მიაღწია 29,7 პუნქტს, რაც მიუთითებს ბიზნესის უფრო მაღალ წილზე, რომლებიც თავიანთ პროდუქტებზე ფასების ზრდას ელიან. მშენებლობა ერთადერთი სექტორია, სადაც ბიზნესის უფრო მეტი წილი პროგნოზირებს ფასების შემცირებას მომავალში.
მოთხოვნის არარსებობა და დაფინანსებაზე შეზღუდული წვდომა კვლავ რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან დაბრკოლებად როგორც მსხვილი კომპანიებისთვის, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.
ორგანიზაციამ 23 მსხვილი კომპანია და 128 მცირე და საშუალო ბიზნესი გამოკითხა.