რუსეთმა საქართველოში 296 მილიონი დოლარის აგროპროდუქცია გაყიდა
გასული წლის 1-ელი იანვრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით რუსეთმა საქართველოში $296 მილონის, 1 მილიონი ტონა აგროპროდუქცია გაყიდა. 2019 წელთან შედარებით, აგროპროდუქტების იმპორტი რუსეთიდან 37 %-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტირებული პროდუქციის ფასი 3.9ნ %-ით. aemcx.ru -ს მონაცემებით, რუსეთიდან იმპორტირებული აგროპროდუქციის სტრუქტურაში პირველ ადგილზე 30 % -ით და $ 86 მილიონით ხორბალია. მეორე ადგილს 13 %-ით და $ 39 მილიონით საკონდიტრო ნაწარმი იკავებს. გასულ წელს საქართველომ რუსეთში $ 37 მილიონის 41 ათასი ტონა მზესუმზირის ზეთი შეიძინა, რამაც იმპორტის 13 % შეადგინა. რუსეთიდან იმპორტირებულ აგროპროდუქციაში 5 %-იანი წილი უკავია სიმინდს. გასულ წელს საქართველომ რუსეთში $15 მილიონის 174 ათასი ტონა სიმინდი შეიძინა. რუსეთიდან იმპორტირებულია ასევე შაქარი, ჩაი, ყავა, მაკარონი, ძეხვეული, ცხოველების საკვები, მაიონეზი და სხვა, რაც, ჯამურად, იმპორტის 36 %-ს შეადგენს.