მიხეილ სარჯველაძე: მნიშვნელოვანია ყველა ნაბიჯი, რომელიც იქნება მიმართული იმისკენ, რომ რუსეთი იძულებული იყოს, უკან დაიხიოს დეოკუპაციის მიმართულებით

“მნიშვნელოვანია ყველა ნაბიჯი, რომელიც იქნება მიმართული იმისკენ, რომ რუსეთი იძულებული იყოს, უკან დაიხიოს დეოკუპაციის, არაღიარების მიმართულებით, უკან წაიღოს ეს გადაწყვეტილებები”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა მექანიზმი უნდა იქნას გამოყენებული.

„ძალზე მნიშვენლოვანია, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ყველა ნაბიჯი, რომელიც იქნება მიმართული საიმისოდ, რომ რუსეთი იძულებული იყოს, უკან დაიხიოს დეოკუპაციის, არაღიარების მიმართულებით, უკან წაიღოს ეს გადაწყვეტილებები. მნიშვნელოვანია, ყველა მექანიზმი, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას ხელთ აქვს, იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ გეგმაზიომიერად და ეტაპობრივად საქართველომ შეძლოს ამ სანუკვარი მისიის განხორციელება“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ ჟოზეფ ბორელის განცხადების კომენტირებისას.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა რუსეთის დედაქალაქიდან დაბრუნების შემდეგ დაწერილ ბლოგში განაცხადა, რომ ლავროვთან შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა იყო განხილვის ერთ-ერთი საკითხი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები