ანრი ოხანაშვილი: გერმანიის საელჩოს მხრიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დიდი მხარდაჭერა აქვს

„გერმანიის საელჩოს მხრიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დიდი მხარდაჭერა აქვს. მოხარული ვარ, რომ გერმანიას, გერმანიის საელჩოს საქართველოში და გერმანულ ორგანიზაციებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და შემდგომი განვითარების საქმეში ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ”, – განაცხადა იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჰუბერტ ქნირშთან და ელჩის მოადგილესთან, ტანია ჰუტისთან გამართული შეხვედრის შემდეგ. ანრი ოხანაშვილმა გერმანელ დიპლომატებს გააცნო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამომავლო გეგმები საკანონმდებლო საქმიანობის და, ასევე, გერმანულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კუთხით.

„ჩვენ, ძირითადად, ორ გერმანულ ორგანიზაციასთან – გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანულ ფონდთან (IRZ) ვითანამშრომლებთ. სტუმრებს მივაწოდე ინფორმაცია ამ კონკრეტულ გერმანულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მიმართულებების შესახებ”, – განაცხადა იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები