კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 188 თბილისში, 73 იმერეთში, 33 კი კახეთში გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 404 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 188 შემთხვევა, აჭარაში – 7, იმერეთში – 73, ქვემო ქართლში – 10, შიდა ქართლში – 30, გურიაში – 26, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 26, კახეთში – 33, მცხეთა-მთიანეთში – 1, სამცხე-ჯავახეთში – 7, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთი კი – 3.
ამავე მონაცემების მიხედვით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 101, საიდანაც: 2 230 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 020, აჭარაში – 179, იმერეთში – 463. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 508 პირი, მათ შორის, თბილისში – 215, აჭარაში – 44, იმერეთში – 127. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 138 პირი, მათგან თბილისში – 95, აჭარაში- 5, იმერეთში – 18. 294 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 167 – თბილისში, 116 – აჭარაში, 11 – იმერეთში. 2 577 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.