მდინარაძე: გახელაძისთვის 11-წლიანი პატიმრობის შეფარდება ყველა ჩვენგანის სასჯელია იმისთვის, რაც ცოტა ხნის წინ მოხდა სტრასბურგში, ამით რუსეთმა გაღიზიანება გამოხატა

“ზაზა გახელაძისთვის 11-წლიანი პატიმრობის შეფარდება ესაა ყველა ჩვენგანის სასჯელი იმისთვის რაც ცოტა ხნის წინ მოხდა სტრასბურგში, ამით რუსეთმა გაღიზიანება გამოხატა”, – ამის შესახებ ტელეკომოანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„დღეს საქართველოს პრემიერმინისტრი შეხვდა ევროკავშირის ელჩს, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი პარტნიორების ჩართულობით, ყველა საერთაშორისო მექანიზმი და ყველა შესაძლო ბერკეტი, რომ ეს კონკრეტული პრობლემა ძალიან მალე დასრულდეს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ამაზე რთული თემა პოზიტიურად გადაჭრის თვალსაზრისით დღეს არ გვაქვს.

„ზაზა გახელაძის პრობლემა გამომდინარეობს იმ რთული თემიდან, რასაც ოკუპაცია ჰქვია. რაც არ უნდა მართალი იყოს სახელმწიფო და რუსეთის მიერ ოკუპაციის დამადასტურებელი სამართლებრივი დოკუმენტი ეჭიროს ხელში და შეეძლოს დასაბუთებული სამართლებრივი პრეტენზიის წაყენება ოკუპანტ სახელმწიფოსთან, ამის მიუხედავადაც კი ესაა რთული და პრობლემური საკითხი“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები