გამყრელიძე: საქართველოში რეინფიცირების შემთხვევა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა დადასტურებული არ არის. მისი თქმით, ბევრი ნიმუში უკვე გამოკვლეულია.

„ბევრი, დაახლოებით, 30-ზე მეტი ნიმუში იყო გამოკვლეული, სადაც რეინფიცირებაზე იყო ეჭვი. უმრავლესობა უკუდგებულია. ორ შემთხვევაზე მიმდინარეობს გენეტიკური კვლევები. საქართველოში რეინფიცირების შემთხვევა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები