გამყრელიძე: სლოგანი – ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად, კარგა ხანს იქნება

“კიდევ ერთხელ მინდა, მოსახლეობას ვთხოვო – არ დავიჯეროთ, რომ რადგან მსუბუქდება შეზღუდვები, ჩვენ დავამარცხეთ კორონა და ვირუსი აღარ არის”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველოსთვის დღეში 600 შემთხვევა ბევრია.

“დღევანდელი 600 შემთხვევა საქართველოსთვის ბევრია. არ არის 5000, მაგრამ პატარა საქართველოსთვის ბევრია. ამიტომ სლოგანი – ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად, კარგა ხანს იქნება. მაგრამ თანაცხოვრება ნიშნავს, რომ პარალელურად ჩვენ ყველა ვემორჩილებით იმ წესებს, რასაც ჯანდაცვის სფერო მოსახლეობას მოუწოდებს.

კორონავირუსი დამარცხდება მაშინ, როდესაც მოსახლეობის დაახლოებით 70% აიცრება. როდესაც გაჩნდება, და დიდი იმედი მაქვს, რომ გაჩნდება უკვე მაისი-ივნისში, ამის წინასწარი მონაცემები არის, ეტიოტროპული წამლები, რომელიც უშუალოდ კორონავირუსზე მოქმედებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აუცილებელი იქნება ყველაზე მარტივი საშუალების, პირბადის ტარება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები