თამთა მეგრელიშვილი: დასავლეთი კარგად ხედავს, რომ გირაოს თანხის არგადახდა არის ცალსახა პროვოკაცია, ამიტომ, მის გეგმებს მხარდაჭერა არ ექნება

„გირაოს არ გადავიხდი იმიტომ, რომ შოთაძეა პროკურორი, კობახიძე პარტიის ლიდერი და სასამართლოში მურუსიძეო – ეს საკენკი თავის მომხრეებს გადაუყაროს, საზოგადოება კი ყველაფერს არჩევს“, – წერს სოციალურ ქსელში იურისტი, თამთა მეგრელიშვილი.

მისი თქმით, ერთი რამ ავიწყდება ახალ „ლიდერს“ – დასავლეთი ძალიან კარგად ხედავს, რომ გირაოს თანხის არგადახდა არის ცალსახა პროვოკაცია, ამიტომ, მის გეგმებს არანაირი მხარდაჭერა არ ექნება, მაქსიმუმ, მისი „ახალი ათეულის“ თვალში ითამაშოს წამებულის როლი.

„ფაქტია, რომ ნიკა მელია დაადგა ერთადერთ გზას და „გამოსავალს“.
იცის რა, არ აქვს ხალხის ნდობა და მხარდაჭერა, მისი რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა, ცდილობს რომ სიტუაცია დაძაბოს. პირადად მას და მის პარტიას, ქართველი ხალხი სულელი გონია.
გირაოს არ გადავიხდი იმიტომ რომ შოთაძეა პროკურორი, კობახიძე პარტიის ლიდერი და სასამართლოში მურუსიძეო. ეს არგუმენტი, ეს საკენკი თავის მომხრეებს გადაუყაროს, საზოგადოება კი ყველაფერს არჩევს.
ცოტა ხნის წინ, 30 ათასი რომ გადაიხადა გირაო და სამაჯურიც დაიმაგრა, მაშინაც შოთაძე იყო პროკურორი, კობახიძე პარტიის ლიდერი და სასამართლოში მაშინაც მურუსიძე იყო.
რამე შეიცვალა? ცხადია, არაფერი.
ამიტომ, მარტივად გასაშიფრია მისი ეს ნაბიჯი, მაგრამ ერთი რამ ავიწყდება ახალ „ლიდერს“ – დასავლეთი ძალიან კარგად ხედავს, რომ გირაოს თანხის არ გადახდა არის ცალსახა პროვოკაცია, ამიტომ მის გეგმებს არანაირი მხარდაჭერა არ ექნება, მაქსიმუმ, მისი „ახალი ათეულის“ თვალში ითამაშოს წამებულის როლი“, – წერს თამთა მეგრელიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები