ზაზა გახელაძის ოჯახი უკანონო განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს – „გამამართლებელი განაჩენის იმედები იყო“

ზაზა გახელაძის ოჯახის ინფორმაციით, განაჩენი გასაჩივრებას ექვემდებარება და ისინი, ადვოკატის დახმარებით, ამ ზომას მიმართავენ.

„მოლოდინი და იმედები გამამართლებელი განაჩენის იყო და დღესაც, ალბათ, ამ იმედს არ დაკარგავს ადვოკატი. განაჩენი გასაჩივრებას ექვემდებარება. ჩვენი და ზაზას თანხმობით, ადვოკატი გაასაჩივრებს.
საქმეში ორივე მხარის ჩვენება ერთმანეთს ემთხვეოდა. ასევე, იყო რუსების ჩვენებები, რომ სროლა განზრახ არ ყოფილა,“ – ამბობს ზაზა გახელაძის მეუღლე.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები