მიხეილ სარჯველაძე: პირის ღირსება, რომელიც შესაძლოა, ცილისწამებისას ხელყოფილი აღმოჩნდეს, არანაკლებ ღირებულია

“პირის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია – ყველა ის ღირებულება, რომელიც შეიძლება, ცილისწამების დროს ხელყოფილი აღმოჩნდეს, არანაკლებ ღირებულია ფასეულობათა სისტემაში, რომელსაც ეფუძნება საზოგადოდ სახელმწიფოც და საკუთრივ საზოგადოებაც”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უფლებების რეალიზებისთვის დადგენილია უნივერსალური მოდელი, რომ უფლების განხორციელებამ არ შეიძლება, შელახოს სხვა პირის უფლება-თავისუფლება და ნებისმიერი ქმედება დაბალანსებული უნდა იყოს.

„ცილისწამებისგან დაცვა, რასაკვირველია,  არის უფლება და საუბარიც არ შეიძლება იმაზე, რომ არ იყოს უფლება. არ შეიძლება ადამიანის ღირსების, პატივის უფლების შედარება არცერთ სხვა უფლებასა და თავისუფლებასთან, ამ უფლების დაკნინება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ, გამოსავალი უნდა იყოს ის, რაც საუკეთესოა მთელი მსოფლიოსთვის. რასაკვირველია, ამას სამართლის დოქტრინა მარტივ გადაწყვეტას უნახავს. უფლებების რეალიზებისთვის დადგენილია უნივერსალური მოდელი, რომ უფლების განხორციელებამ არ შეიძლება შელახოს სხვა პირის უფლება და თავისუფლება. ამ შემთხვევაში ნებისმიერი ქმედება უნდა იყოს დაბალანსებული. რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით აქაც მოქმედებს. მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ კანონმდებლობა დაიხვეწოს ამ მიმართულებით და მუდმივად ვზრუნავდეთ, რომ რაც შეიძლება უკეთესი იყოს, არამედ მნიშვნელოვანია, სასამართლო პრაქტიკა, ცალკეული გადაწყვეტილებები, ცალკეული უფლებამოსილი პირების კონკრეტული ქმედებები ამ გონივრულ სტანდარტთან შესაბამისობაში იყოს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები