თბილისში, კინო “საქართველოსთან”, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. ჯერჯერობით, მომხდარის დეტალები უცნობია.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია 120-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას.