უკრაინაში, ინფექციურ საავადმყოფოში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ზაპოროჟიეს ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოში გვიან ღამით ხანძარი მოხდა, რასაც ერთი ექიმი და სამი პაციენტი ემსხვერპლა.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი შენობის პირველ სართულზე, რეანიმაციულ განყოფილებაში გაჩნდა.

მაშველებმა 8 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, რომლებიც სხვა საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი

ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია, მომხდარის გამოძიება დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები