რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთისთვის ვაქცინის მიწოდებას აჭიანურებს

ოკუპირებული აფხაზეთში იმედოვნებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინას – “სპუტნიკV”-ს თებერვლის ბოლოს-მარტში მიიღებენ.

ამის შესახებ დე ფაქტო პარლამენტის სხდომაზე ე.წ. დეპუტატმა, ალხას ჯინჯოლიამ განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. რესპუბლიკამ პრეპარატის მიღებაზე განაცხადი ჯერ კიდევ ზაფხულის ბოლოს, შემოდგომის დასაწყისში გააკეთა, თუმცა, სხვადასხვა მიზეზით ის ვერ მიიღო.

“ჯანდაცვის კომიტეტში სხდომას გავმართავთ, რუსეთის დუმაში კოლეგებს მივმართავთ, რომ პროცესის დაჩქარება მოხდეს”, – თქვა მან.

ამასთან, ადგილობრივი მედია წერს, რომ რუსული ვაქცინის პირველი პარტიის მიღებაზე განაცხადი 2020 წლის სექტემბრის ბოლოს გაკეთდა. ე.წ. რესპუბლიკაში იმედოვნებენ, რომ 15-20 ათას დოზას მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები