თამარ გაბუნია: ვფიქრობთ, თებერვლის ბოლომდე გვექნება საშუალება, გავხსნათ ვაქცინაციის ცენტრები
“ვფიქრობთ, რომ თებერვლის ბოლომდე გვექნება საშუალება, გავხსნათ ვაქცინაციის ცენტრები და დაიწყოს 15 000-მდე სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციის პროცესი”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, პირველი ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში ჩამოვა, Pfizer-ის იქნება.
,,ვაქცინას ველოდებით უკვე მალე. ვფიქრობთ, რომ თებერვლის ბოლომდე გვექნება საშუალება, გავხსნათ ვაქცინაციის ცენტრები და დაიწყოს 15 000-მდე სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციის პროცესი. როგორც მოგეხსენებათ, პირველი ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში ჩამოვა, Pfizer-ის ვაქცინა იქნება. დღეს უკვე მობილიზებულია 10 ვაქცინაციის ცენტრი და ვაქცინაცია Pfizer-ით ჩატარდება მხოლოდ ჰოსპიტლებში, რომლებსაც ექნებათ გარკვეული მოთხოვნები. რეგულირების სააგენტო განახორციელებს აქტიურ ვიზიტებს მოსამზადებლად და იმისათვის, რომ როგორც კი ვაქცინა ქვეყანაში ჩამოვა, მეორე დილიდანვე დაიწყოს ვაქცინაციის პროცესი“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.