თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე შეიარაღებულმა პირებმა სუპერმარკეტ ,,სპარის” დაყაჩაღება სცადეს

თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე შეიარაღებულმა პირებმა სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადეს.

არსებული ინფორმაციით, ორი შეიარაღებული პირი სუპერმარკეტ ,,სპარში” შეიჭრა, თუმცა, ადგილზე მალევე მივიდნენ სამართალდამცველები და თავდამსხმელები დააკავეს.

როგორც ,,კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები