ზაალ უდუმაშვილი: “ოცნება“ ცდილობს, დრო გაწელოს, რათა ოფიციალურად არ გააფორმოს ერთპარტიული პარლამენტი
“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი ,,ქართული ოცნების” იმ გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის მიხედვითაც მმართველმა გუნდმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მანდატები არ შეუწყვიტა.
უდუმაშვილის აზრით, „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად ცდილობს, დრო გააჭიანუროს, რათა ერთპარტიული პარლამენტი არ გააფორმოს.
“ის, რაც დღეს კობახიძემ განაცხადა, ცნობილი იყო ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადების შემდეგ, რომელსაც პირველს დააყენებინეს ეს ინიციატივა. ახლა „ოცნება“ ცდილობს, რომ დრო გაწელოს, რათა ოფიციალურად არ გააფორმონ ერთპარტიული პარლამენტი. ეშინიათ ამის ძალიან. თუმცა, ეს ჩვენს გეგმებს ვერ შეცვლის. ერთადერთი ამ პროცესის გაწელვას აზრი აქვს, თუ მმართველი პარტია ფიქრობს, რომ ჩანიშნონ ახალი არჩევნები“, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.